Headless.ge-ის შემქმელი არის საბა შველიძე - Headless CMS ვებ-დეველოპერი და ვებსაიტების დამზადების სპეციალისტი. ამ პლათფორმაზე პირველად შეიქმნა საქართველოში ინდუსტრიაზე მორგებული ვებ დეველოპმენტის მომსახურება, სადაც დეტალურად ხდება თქვენი ბიზნესის საჭიროებების და მიზნების შესწავლა კონკრეტული ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე.
გარდა საიტების დამზადებისა, ჩემი მიზანია დავნერგო ქართულ ბაზარზე Headless CMS არქიტექტურა. განსხვავებით საქართველოში არსებული სხვა ვებ დეველოპერებისა, სადაც ტრადიციული WordPress თემებით არის შექმნილი საიტები, რეალური ცვლილება ვებ დეველოპმენტში არის Headless მიდგომა - სადაც WordPress გამოიყენება მხოლოდ როგორც CMS, ხოლო ფრონტენდი შექმნილია Next.js და React-ით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სისწრაფეს, უსაფრთხოებას და SEO ოპტიმიზაციას.
ვებსაიტების შექმნის გარდა, ჩემს მიერ გაზიარებული ცოდნა YouTube-ზე და სახელმძღვანელოები საშუალებას იძლევა დამკვეთებს გაიგონ თუ რა ტექნოლოგიებს ვიყენებ, რატომ არის Headless WordPress უკეთესი ვარიანტი, და როგორ ხდება ონლაინ მაღაზიის შექმნა თანამედროვე სტანდარტებით.
Headless.ge-ის მთავარი მიზანია კმაყოფილი კლიენტების ყოლა, რომელთა წარმატებული ვებსაიტები გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობს.
Headless.ge-ის მთავარი მიზანია შევქმნათ თქვენი ბიზნესისთვის სწრაფი, უსაფრთხო და მასშტაბირებადი ვებსაიტი Headless CMS არქიტექტურით, Next.js 16, React 19 და WPGraphQL ტექნოლოგიების გამოყენებით.
ზოგადი ვებ დეველოპმენტის ნაცვლად, ჩემი მიზანია კონკრეტულ ინდუსტრიებზე მორგებული ვებსაიტების შექმნა. მაგალითად, ონლაინ მაღაზიის დამზადება განსხვავებულია სამშენებლო საიტის დამზადებისგან ან უძრავი ქონების საიტის შექმნისგან. Headless.ge ამ პრობლემას წყვეტს ინდუსტრიის სპეციფიკების შესწავლით და შესაბამისი Headless CMS გადაწყვეტილებების შეთავაზებით - WooCommerce E-Commerce-ისთვის, პორტფოლიო სისტემები სამშენებლო კომპანიებისთვის, ლისტინგების სისტემები უძრავი ქონებისთვის.
ვებსაიტის დამზადება დაფუძნებულია სრულ გამჭვირვალობაზე - კონსულტაციიდან დიზაინამდე, დეველოპმენტიდან დეპლოიმენტამდე. თქვენ აქვთ სრული ხედვა პროექტის პროგრესზე, გამოყენებულ ტექნოლოგიებზე და ყველა ეტაპზე.
გარდა ვებ დეველოპმენტის სერვისებისა, ჩემი მიზანია მოგცეთ საშუალება გაიგოთ რა არის Headless CMS, რატომ არის Next.js და React უკეთესი ვარიანტი, როგორ მუშაობს WPGraphQL. YouTube-ზე და ბლოგში ვაზიარებ ტექნიკურ ცოდნას ქართულ ენაზე.
Headless.ge-ის მუშაობის პრინციპი დგას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე - Next.js 16, React 19, WPGraphQL, WooGraphQL, Native Fetch API. ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ წარმადობას, SEO ოპტიმიზაციას და გრძელვადიან სტაბილურობას.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ თუ რა ტიპის ვებსაიტია საჭირო - ონლაინ მაღაზია, კორპორატიული საიტი, პორტფოლიო, სამშენებლო კომპანიის საიტი, ტურისტული საიტი თუ უძრავი ქონების პლატფორმა. შევისწავლოთ თქვენი ბიზნესის სპეციფიკა და მოვარგოთ Headless CMS არქიტექტურა კონკრეტულ საჭიროებებს.
საიტის შექმნა იწყება დიზაინის ფაზით - Customize Design თქვენი ბრენდის იდენტობის შესაბამისად. ვქმნით ინდივიდუალურ, არა-შაბლონურ დიზაინს, რომელიც ოპტიმიზირებულია როგორც Desktop-ისთვის, ისე Mobile-ისთვის (Responsive Design).
ვებ გვერდის დამზადება ხდება Next.js 16 და React 19-ით - ფრონტენდი, Headless WordPress-ით - Backend CMS, WPGraphQL/WooGraphQL-ით - API ინტეგრაცია. E-Commerce-ის შემთხვევაში ვიყენებთ Headless WooCommerce-ს ან Hydrogen Shopify-ს. ყველა ეტაპზე ხდება SEO ოპტიმიზაცია და Performance გაუმჯობესება.
საიტის გაკეთების შემდეგ ვატარებთ სრულ ტესტირებას - Core Web Vitals, Page Speed, SEO Audit, Cross-Browser თავსებადობა. No Managed Hosting - თქვენ აირჩევთ სასურველ პლატფორმას (Vercel, Netlify, AWS), ჩვენ კი დაგეხმარებით სრულ კონფიგურაციასა და განთავსებაში.